მერსედესი ისტორია

Image

მერსედეს-ბენცი გერმანული ავტოგიგანტის – „დაიმლერის ავტოკორპორაციის” (Daimler AG) ლეგენდარული ბრენდია. ინოვაციების დაუოკებელი ძიების შედეგად „მერსედეს-ბენცი” იქცა მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად, ამ სამარკო ნიშნის ქვეშ იგულისხმება კომფორტიული, მდგრადი და ელეგანტური ავტომობილი. დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ.

ბრენდის სახელი – „მერსედეს-ბენცი” წარმოიშვა 1926 წელს ორი ბრენდის – მერსედესისა (დაიმლერ-ძრავების საზოგადოება DMG) და ბენცის (ბენცი და კომპანია Benz & Co.) შეერთებით. თავდაპირველად ჯერ კიდევ 1890წელს დაარსებული „დაიმლერ-ძრავების საზოგადოება” მის მიერ პროდუცირებულ ავტომობილებს მერსედესის სახელით არ ყიდდა. მერსედესის როგორც ბრენდის სახელის წარმოშობა ბიზნესმენ ემილ ელინეკთანაადაკავშირებული, ეს უკანასკნელი 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა.

1888 ემილ ელენიკი ფსევდონიმით „მერსედესი” (თავისი ქალიშვილის ადრიანა მანუელა რამონა ელინეკის პატივსაცემად, რომელსაც მოფერებით სახელს მერსედესს ეძახდნენ) ნიცაში გამართულ ავტორბოლებზე იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ დროისათვის „მერსედესი” ჯერ კიდევ არ იხმარებოდა ავტომობილის სახელად, არამედ ის მხოლოდ მძღოლის სახელი იყო. 1900 წელს ელინეკმა „დაიმლერ – ძრავების საზოგადოებასთან” მიაღწია შეთანხმებას ახალი უფრო მძლავრი ძრავიანი მოდელის შექმნაზე, რომელსაც სახელი „მერსედეს-დაიმლერი” დაერქმეოდა. სწორედ ამ დროს იქნა „მერსედესი”, როგორც პროდუქტის სახელი გამოყენებული. იმავდროულად ელენიკი დაიმლერის დისტრიბუტორი ხდება და უკვეთავს მას 36 ცალ ავტომობილს, საერთო თანხით 550.001 მარკა (დღევანდელი კურსით დაახლოებით 3 მილიონი ევრო), მოგვიანებით იგი დაიმლერს უკვეთავს დამატებით კიდევ 36 ცალ ავტომობილს, რომლებიც 8 ცხენის ძალიანი ძრავებით იყვნენ აღჭურვილნი.

ამის შემდეგ, 1901 წლიდან, „მერსედეს-ავტომობილები” (უკვე ეს სახელი არამხოლოდ მძღოლისთვის, არამედ უშუალოდ მანქანების სახელად გამოიყენებოდა) წარმატებით მონაწილეობდნენ ნიცაში გამართულ ავტორბოლებში, რამაც გაცილებით ფართო მასშტაბებზე გაშალა მერსედესის ცნობადობის ფაქტორი. საბოლოოდ დაიმლერ – ძრავების კორპორაციამ 1902 წელს ბრენდის სახელწოდებაზე – „მერსედესი” საავტორო უფლებები დაიცვა. ბრენდის ცნობილი სიმბოლოს – ვარსკვლავის რეგისტრაცია კი 1909 წელს მოხდა.

1926 წელს „დოიჩე-ბანკის” შუამავლობით „დაიმლერ- ძრავების საზოგადოება” და მისი კონკურენტი „ბენცი და კომპანია” შეერთდა, რის შედეგადაც შეიქმნა „დაიმლერ-ბენცის ავტოკორპორაცია”, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება „მერსედეს-ბენცის” როგორც ბრენდის სახელწოდების წარმოშობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მერსედეს ელინეკის გარეშე ცნობილ ავტომობილებს შესაძლოა სულ სხვა სახელი ჰქონოდა, ბერტა ბენცის (გათხოვებამდე რინგერის) გარეშე ისინი შესაძლოა საერთოდაც არ შექმნილიყო.

22 წლის ასაკში ამ ჭკვიანმა ახალგაზრდა ქალბატონმა მამისგან მზითევი გამოითხოვა და მთელი ფული კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. ერთი წლის შემდეგ კი ბერტა კარლ ბენცს გაჰყვა ცოლად.

1888 წლის აგვისტოს ერთ დილას, ფრაუ ბენცმა ქმრისგან უკითხავად გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი (მართალია, იმხანად ამ ეტლს უკვე ჰქონდა მიღებული ჯილდო მიუნხენის გამოფენაზე, მაგრამ ხალხი მას მაინც ისე აღიქვამდა, როგორც ერთგვარ გასართობს და მასში პრაქტიკული გამოყენების საბაბს ვერ ხედავდა) და გაემგზავრა სტუმრად დედასთან. დედამისი კი მათი სახლიდან 106 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობდა. ბერტამ თან ორი ვაჟიც გაიყოლა. მანამდე არავის გაუვლია ამხელა მანძილი თვითმოძრავი ეტლით.

ბერტა ბენცის მოგზაურობა წარმატებით დასრულდა. ეტლმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. სულ მალე კი ბენცის გამოგონებაზე ყველა ალაპარაკდა და ახალი ავტომობილების დამზადების შეკვეთებიც მოაწყდა. 1893 წელს „Motorwagen”-ის ტიპის 25 ავტომობილი გაიყიდა, მოგვიანებით კი გამოჩნდა მოდელი ველო. მოკლედ, კარლ ბენცის ბიზნესი, გონიერი მეუღლის წყალობით წარმატებით განვითარდა.

დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც დაინტერესებულ მნახველს შეუძლია იხილოს მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით – ,,Motorwagen”-ით და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil”-ით.

BMW ისტორია

Image

BMW-ს კომპანიის დაარსების ოფიციალურ დღედ 1917 წლის 21 ივლისი ითვლება, თუმცა BMW-ს ისტორია რამდენიმე წლით ადრე დეიწყო. 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო (ნიკოლაუს ოტოს შვილი, იმ ადამიანის, რომელმაც შიდა წვის ძრავა შექმნა) ედგნენ. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ორივე ფირმა იძულებული გახდა გაერთიანებულიყო, რათა თვითმფრინავის ძრავები შეექმნათ. 1916 წელს კომპანიას ახალი სახელი – „ბაიერიშე მოტორენ ვერკე“ ეწოდა. 1917 წელს BMW-ს ემბლემაც დამუშავდა. რომელიც მოტრიალე პროპელერის სიმბოლოს წარმოადგენს. იმავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მაქს ფრიცმა ექვს ცილინდრიანი საავიაციო ძრავი – „ტურ 3ა“ შექმნა, შემდეგ კი „მოტორ 4“, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, იგი ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.

მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება. მან გამოუშვა „R 32”, რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა. ხუთი წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს „ოსტინ დიქსის” მარკით. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდი ხანი არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.

1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა. ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული. მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80 კმ/სთ. პირველად BMW 303-ს დაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ (ამ ელემენტით BMW დღესაც იწონებს თავს) და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამდენიმო მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც. კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes-Benz-საც კი უწევდა კონკურენციას. დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.

1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველადი ღირებული სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერი 328. ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში (მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისთვის. BMW 328-მ თავისი „მოვალეობა” 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166,7 კმ/სთ) ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც. 1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279,5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.

1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება. BMW 501 თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვაცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.

1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი – იესტა შექმნა. მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13-ცხენისძალიანი იყო და მხოლოდ 80 კმ/სთ-ს ავითარებდა, მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები – 503 და 507 შექმნა. ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ფინანსურ კრიზისს განიცდიდა. ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა.1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1,4 ლიტრიანი ძრავით. ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო. ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.

1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის BMW-ების გამოშვებას. მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW. 70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.

BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე (ლაპარაკია BMW „ხულიგანკაზე“). ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს, BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებლისთვის ეტალონად ითვლებოდა.

BMW პირველად ჩაება ფორმულა 1-ში 2006 წელს.

 

ფორდ მუსტანგი

Imageფორდ მუსტანგი (ინგლ. Ford Mustang) — პოპულარული ამერიკული ავტომანქანა. თავდაპირველი დიზაინი ფალკონის ბაზაზე შეიქმნა და პირველი მუსტანგის სერია — თეთრი კაბრიოლეტი შავი ინტერიერით ფორდის ამწყობი საამქორდან 1964 წლის 9 მარტს გამოვიდა დიარბორნში, მიჩიგანი. ფორდმა საზოგადოებას ეს მოდელი ნიუ-იორკის მსოფლიო ავტო-გამოფენაზე 1964 წლის 17 აპრილს, ხოლო 19 აპრილს კი სამივე ამერიკული სატელევიზიო არხით გააცნო. ეს იყო ავტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პროდუქციის წამოწყება, რომელმაც ფორდის დილერებს ამერიკის მთელ კონტინეტზე შეკვეთებისგან გასაქანი არ მისცა. ორიგინალმა მუსტანგმა ინდუსტრიაში მრავალ იმიტაციას მისცა დასაბამი. მოდელის არსებობის ადრეულ წლებში ის სპორტულობის, ფასისა და წარმადობის ერთ-ერთ საუკეთესო შეხამებად ითვლებოდა.

ჰენრი ფორდი

ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.

მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.Image

ფორდის შესახებ

ფორდ მოტორ კომპანი (ინგლ. Ford Motor Company), კომპანია „ფორდი“ — ამერიკული მულტინაციონალური კორპორაცია და მსოფლიოს სიდიდით მეხუთე ავტომწარმოებელი ტოიოტასჯენერალ მოტორსისფოლკსვაგენისადა ჰიუნდაის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ავტომანქანების გაყიდვებით (2010 წლის მონაცემებით). 2010 წელს ფორდი რანგით მეორე ავტომწარმოებელი იყო აშშ-ში ჯენერალ მოტორსის შემდეგ და მეოთხე ევროპაში იგივე მაჩვენებელში.

ფორდი ასევე რანგით მე-8 ამერიკული კომპანია იყო 2010 წელს ფორჩუნ-500 სიაში, გლობალური შემოსავლების მიხედვით ($128.954 მილიარდი). 2010 წელს ფორდმა გამოუშვა 4,8 მილიონი ავტომანქანა და დასაქმებული ჰყავდა 164,000 ადამიანი დაახლოებით 90 ქარხანაში და დაწესებულებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

შტაბ-ბინით დირბორნში, მიჩიგანი (დეტროიტის გარეუბანი), ავტომწარმოებელი დააფუძნა ჰენრი ფორდმა და კორპორაციად ჩამოაყალიბა 1903 წლის 16 ივნისს. ფორდში ამჟამად გაერთიანებულია ფორდის და ლინკოლნის ბრენდები. ფორდი ასევე ფლობს მაზდას საკონტროლო პაკეტის 1/3-ს და ასტონ მარტინის აქციების მცირე ნაწილს ბრიტანეთში.საავტომობილო კრიზისის შედეგად ფორდმა 2008 წელს ინდურ ტატა მოტორსს მიჰყიდა თავისი ყოფილი ბრიტანული შვილობილი კომპანიები იაგუარი და ლენდ როვერი. 2010 წელს ფორდმა ასევე გაყიდა ვოლვო, ის შეიძინა ჩინურმა Geely Automobile. ფორდმა ასევე შეწყვიტა მერკურის ბრენდის გამოშვება 2011 წელს.

1999 წელს ფორდი შემოსავლების მიხედვით მსოფლიოს უდიდეს 10 კორპორაციას შორის ითვლებოდა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველა მომგებიანი კომპანია იყო, ასევე ნომერ მეორე ავტომწარმოებელი მსოფლიოში. თუმცა 1995 წლიდან ფორდმა ბაზრის წილის დაკარგვა დაიწყო და უპირატესობა დათმო 2000 წლისთვის.

ფორდს ეკუთვნის მრავალი ინოვაცია ავტოწარმოებაში, მათ შორის კონვეიერის მეთოდით (ინგლ. assembly lines) უზარმაზარი ინდუსტრიული საწარმოო ძალის მართვა. ჰენრი ფორდის მაღალი წარმადობის ქარხნების, მაღალანაზღაურებადი მუშებისა და დაბალი ფასების კომბინაციამ რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიულ წარმოებაში და მსოფლიოში ცნობილი გახდა როგორც “ფორდიზმი” 1914 წლისთვის.Image